ვინ ემუქრებოდა მოქმედ მოსამართლეს, თუ ივანიშვილის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა? – დეტალები

“მე როდესაც ვსაუბრობდი, რომ ჩემ მიმართ განხორციელდა ზეწოლა კლანის წევრების მხრიდან მეთქი, ამ ზეწოლის განმახორციელებელი პირების ერთ-ერთი თანამონაწილეა ვასილ როინიშვილი,” – ამ განცხადებას “პირველებთან” ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე აკეთებს.
ეს გარკვეულწილად ქმნის იმის ვარაუდს და პრეზუმფციას, რომ სასამართლოში ისე კარგად არ არის საქმე, როგორც ეს კლანს სურს დახატოს. არაერთ მოსამართლესთან დაკავშირებით დგას კითხვის ნიშანი დაუსაბუთებელ ქონებასთან დაკავშირებით.
მე შემიძლია დავამატო, მაგალითად, ამ დასანქცირებული მოსამართლეების სიას კიდევ რამდენიმე მოსამართლე, რომლებსაც ჰქონდათ ჩემთან უკანონო კომუნიკაცია და ისინიც აუცილებლად უნდა დასანქცირდნენ. ასეთი გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ვასილ როინიშვილი, რომელიც აუცილებლად უნდა დასანქცირდეს. ვფიქრობ, რომ ასევე უნდა დასანქცირდეს გიორგი მიქაუტაძე.
ვასილ როინიშვილი, ფაქტობრივად, ის თანამონაწილეა, მე როდესაც ვსაუბრობდი, რომ ჩემ მიმართ განხორციელდა ზეწოლა კლანის წევრების მხრიდან მეთქი, ამ ზეწოლის განმახორციელებელი პირების ერთ-ერთი თანამონაწილეა. კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილება მიმეღო და ისინი, ფაქტობრივად, პირდაპირ ერეოდნენ ჩემს საქმიანობაში, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო,“ – ამბობს ბესარიონ ალავიძე.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ყვება, რომ როდესაც სასამართლო სისტემაში იყო, ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ – “მომივიდა მესიჯი, რომ ივანიშვილის სასურველ გადაწყვეტილებას თუ არ მივიღებდი, ტვინს გამასხმევინებდნენ” – თქვა უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება