ინდივიდუალური სანქციების სია წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარადგინონ – ელჩი

მე არა ერთხელ განმიცხადებია და გადამიცია შესაბამისი მოწოდებები ევროკავშირშიც, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს და საფასური გადაიხადოს იმისთვის, რაც მათ არ გაუკეთებიათ. პირიქით, ისინი აპროტესტებდნენ [რუსულ კანონს] და ამ პროტესტს ჩვენ ახლაც ვხედავთ. აქედან გამომდინარე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების ალბათობა არის, თუმცა დაბალი, სწორედ იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეეხება. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, აქ თამასა მაღალია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებმა კონსენსუსით უნდა მიიღონ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სახელებს. ეს სახელები კი წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარადგინონ, რომელსაც ყველა უნდა დათანხმდეს. მე თუ შემეკითხებით, ეს [ინდივიდუალური სანქციების დაწესება] ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება