ჩეხეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად

ოთხი ადამიანი, მათ შორის უკრაინის ორი მოქალაქე ქალი, დაიღუპა ჩეხეთში სამგზავრო ექსპრესისა და სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად. ავარია ოთხშაბათს გვიან ღამით ქალაქ პარდუბიცეში მოხდა. საავადმყოფოში 30-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, სამი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ავარიის მიზეზებს გამოძიება სწავლობს. წინასწარი ინფორმაციით ცნობილია, რომ სამგზავრო მატარებლის შემადგენლობაში იყო რამდენიმე ვაგონი, რომლებსაც გზა უკრაინისკენ უნდა გაეგრძელებინა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს დილით განაცხადა ავარიის შედეგად ქვეყნის ორი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. არ ვრცელდება ინფორმაცია, რამდენი უკრაინელია დაჭრილთა შორის.
წინასწარი მონაცემებით, RegioJet express-ის მატარებელი პირდაპირ შეეჯახა სატვირთო მატარებელს, რომელსაც კალციუმის კარბიდი გადაჰქონდა. სამგზავრო მატარებელში დაახლოებით 380 ადამიანი იმყოფებოდა. განსაკუთრებით დაზიანდა პირველი ვაგონი.
სამგზავრო მატარებელი ს ქალაქ კოშიცეში მიემგზავრებოდა, მასზე მიბმული იყო უკრაინისკენ მიმავალი რამდენიმე საძილე ვაგონი. მატარებელი სლოვაკეთის გავლით ტრანსკარპატების რეგიონში, სადგურ ჩოპში უნდა ჩასულიყო.
ჩეხეთის პოლიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ წამოუყენებიათ ვერსიები, რამ გამოიწვია კატასტროფა. სისხლის სამართლის საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლისათვის საშიში სიტუაციის შექმნის მუხლით აღიძრა.
ბოლოს ჩეხეთში მატარებლები ერთმანეთს 2021 წელს შეეჯახნენ. მაშინ სამი ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის