ოლაფ შოლცი დეპორტაციაზე – ეროვნული უსაფრთხოება გადაწონოს თავშესაფრის ცალკეული მაძიებლის უფლებებს

ზიზღს იწვევს, როცა ვიღაც, ვინც გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს, დანაშაულს ჩაიდენს, ასეთი პირები უნდა დეპორტირდნენ, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პარლამენტის ქვედა პალატაში, ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გამოცემა წერს, რომ მწვავე განხილვის საკითხია, უნდა განაახლოს თუ არა გერმანიამ დეპორტაცია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავღანეთი და სირია. მემარცხენეები წინააღმდეგი არიან, ხოლო მემარჯვენეები დეპორტაციის საკითხის განხილვას ეთანხმებიან.
შოლცმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს კანონებს, რომელიც გერმანიას დანაშაულის ჩამდენი მიგრანტების იმ ქვეყნებში სწრაფი დეპორტაციის შესაძლებლობას მისცემს, რომლებიც მანამდე არაუსაფრთხო ქვეყნებად ითვლებოდა.
„ეროვნული უსაფრთხოება გადაწონის თავშესაფრის ცალკეული მაძიებლის უფლებებს“, – აღნიშნა შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე ხაზი გაუსვა პოლიციელების რაოდენობის ზრდის აუცილებლობას და პირობა დადო, რომ ისლამისტებსა და ანტისემიტებს გერმანული პასპორტების გაცემაზე უარს ეტყვიან.
ამასთან, მისი თქმით, როდესაც საქმე ასეთი პირენის დეპორტაციას შეეხება, მათ მიმართ „ნულოვან ტოლერანტობას“ გამოიჩენენ.