პიტერ სიიარტო – უნგრეთი შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს

უნგრეთი შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ რუსეთში ვიზიტისას განაცხადა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ 15-16 ივნისს შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტზე ს მიწვევა არ მოხდა.
„ჩვენ გვჯერა, რომ რეალური შედეგების მიღწევა მოხდებოდა, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან ყველა იქნებოდა. ამჯერად ეს ასე არ არის, მაგრამ რადგან შვეიცარიის სამშვიდობო ძალისხმევას ჩვენ პატივს ვცემთ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს მშვიდობას უჭერს და ყველა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მშვიდობა დღის წესრიგში იქნება.
ცნობისთვის, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის