ისტორია გრძელდება – მოდრიჩი “რეალთან” კონტრაქტს გაახანგლძრივებს

ცნობილი და ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 38 წლის ლუკა მოდრიჩი და “რეალი” კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგლძრივებაზე შეთანნხმდნენ და ამ ამბავს მალე გააოფიციალურებენ.
ამრიგად, ისტორია, რომელიც 2012 წელს დაიწყო, კიდევ 1 წლით გაგრძელდება. გასულ სეზონში მოდრიჩმა ყველა ტურნირზე ჯამში 46 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.