– ამერიკის სანქცირება კარგია, ევროპაში სანქცირებაც კარგი იქნება, მაგრამ მთავარი სანქცია უნდა გავცეთ ჩვენ – არც ერთი ხმა რეჟიმს, რომელმაც ევროკავშირის გზა გადაუკეტა საქართველოს

ამერიკის სანქცირება კარგია, ევროპაში სანქცირებაც კარგი იქნება, მაგრამ მთავარი სანქცია უნდა გავცეთ ჩვენ – არც ერთი ხმა რეჟიმს, რომელმაც ევროკავშირის გზა გადაუკეტა საქართველოს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ მავნებლობას განაგრძობს.
„ყველა ადამიანი, ვინც საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას ეღობება, აუცილებელია, რომ დასანქცირდეს და მთავარი სანქცირება არის საქართველოს მოქალაქის მიერ სანქცირება. ამერიკის სანქცირება კარგია, ევროპაში სანქცირებაც კარგი იქნება, მაგრამ მთავარი სანქცია უნდა გავცეთ ჩვენ – არც ერთი ხმა რეჟიმს, რომელმაც ევროკავშირის გზა გადაუკეტა საქართველოს.
ისევ მავნებლობას აქვს ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან. თქვენ იცით გაერო-ს რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებდა დევნილების დაბრუნებას. ყველა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორმა მას დაუჭირა მხარი, გარდა „ქართული ოცნების“ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ჩინეთისა. ეს ნიშნავს, რა დამოკიდებულება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა მნიშვნელობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგებას საქართველოსთვის და რა ხდება ჩინეთთან და იმ ქვეყნებთან მეგობრობით, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს დამოუკიდებლობას. დევნილების დაბრუნებაზე მხარის არ დაჭერა, ნიშნავს სუვერენიტეტის ფაქტობრივად არ აღიარებას ჩინეთის მხრიდან ან კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და მგონი, ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ლომჯარია ვერ მიიღებს თურმე დაფინანსებას. საერთოდ ფინანსური დახმარება რომ არ იყოს, ამერიკის შეერთებული შტატები, არის მთავარი ფლაგმანი არაღიარების პოლიტიკის და მათ შორის, მთავარი მხარდამჭერი საქართველოს სუვერენიტეტის. „ქართულმა ოცნებამ“ ვინც გამოაცხადა სტრატეგიულ პარტნიორად – ჩინეთი ვიცით რომ დევნილების დაბრუნებასაც არ ეთანხმება, სუვერენიტეტს, რომ თავი დავანებოთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია