“ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ” – პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა

UEFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ იტალიურ La Reppublica-სთან საუბარში UEFA-სა და FIFA-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელები გააკრიტიკა.
“დავუბრუნდები თუ არა როდისმე ჩემს თანამდეობას? – არა. ამისთვის უკვე საკმაოდ ასაკში ვარ. ყველაფერი დასრულდა. დღემდე მახსოვს ის უსამართლობა, რაც განვიცადე.
ვიცნობ გუშინ და დღევანდელ მენეჯერებს. ჩეფერინი და ინფანტინო დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ. მათ შექმნეს ახალი სულელური ჩემპიონთა ლიგა ძალიან ბევრი თამაშით.
ვისურვებდი, რომ ფეხბურთის მენეჯმენტი სწორედ ფეხბურთელებს დაევალოთ, რადგან ეს მათ ყველაზე კარგად ესმით”, – თქვა პლატინიმ.