„მაკდონალდს საქართველოს“ ზუგდიდის ფილიალის დირექტორს რეი კროკის საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

“მაკდონალდს საქართველოს“ ზუგდიდის რესტორნის დირექტორი ნანა კვიციანი რეი კროკის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. პრესტიჟული ჯილდო „მაკდონალდსის“ რესტორნების დირექტორებს ყოველწლიურად გადაეცემათ რესტორნის საუკეთესო ფუნქციონირების, გუნდის ეფექტური მართვისა და მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნისთვის.
ნანა კვიციანი „მაკდონალდსის“ გუნდს 2015 წელს, ზუგდიდის ფილიალის გახსნის პირველივე დღიდან სვინგ მენეჯერის პოზიციაზე შეურთდა. მიზანდასახულობისა და შრომის შედეგად ნანა რამდენიმე წელში ჯერ დირექტორის ასისტენტის, შემდეგ კი დირექტორის პოზიციაზე დაწინაურდა და თითქმის 10 წელია „მაკდონალდსის“ გუნდთან ერთად, ყოველდღიურად ზრუნავს კომპანიის მთავარ ღირებულებებზე – ხარისხიანი სერვისის დანერგვასა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე.
„დაახლოებით 10 წლის წინ, როცა „მაკდონალდსის“ გუნდს შევუერთდი, ალბათ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ამ დიდ წარმატებას მივაღწევდი და ერთ დღესაც მსოფლიოს მასშტაბით, მაკდონალდსის რესტორნების მენეჯერთა იმ 1%-ში მოვხვდებოდი, ვისაც ეს აღიარება ხვდა წილად. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ეს უდიდესი მიღწევა და ამავდროულად, ერთგვარი პასუხისმგებლობაა, რომ მომავალშიც ამ სტანდარტების დაცვით გავაგრძელოთ მუშაობა“, – აღნიშნავს ნანა კვიციანი.
„მაკდონალდსის“ რესტორნების დამფუძნებლის, რეი კროკის სახელობის პრესტიჟული ჯილდო მსოფლიო მასშტაბით იმ მენეჯერების წვლილის აღიარებაა, რომლებიც რესტორნის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ოპერირებას, დასაქმებულთა სწორ მენეჯმენტსა და მომხმარებელთა ხარისხიანი სერვისის შეთავაზებას უზრუნველყოფენ.

ასევე დაგაინტერესებთ