კახა კალაძე – რადიკალები რა მდგომარეობაში იმყოფებიან, შეგიძლიათ გვარამიას ჰკითხოთ – მან იცის სად იმყოფება დღეს რადიკალური ოპოზიცია – საზოგადოება არჩევნებზე მტრებს პასუხს გასცემს

ოპოზიცია, ეს რადიკალები, რა მდგომარეობაში იმყოფება, შეგიძლიათ [ნიკა] გვარამიას ჰკითხოთ და გეტყვით. მაგან იცის რეალური მდგომარეობა სად იმყოფება დღეს რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის წერილს, რომლითაც კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართეს და სადაც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი.
თბილისის მერის განცხადებით, საზოგადოება არჩევნებზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არსებულ მტრებს “შესაბამის პასუხს გასცემს”.
„ოპოზიცია, ეს რადიკალები, რა მდგომარეობაში იმყოფება, შეგიძლიათ [ნიკა] გვარამიას კითხოთ და გეტყვით. მაგან იცის რეალური მდგომარეობა სად იმყოფება დღეს რადიკალური ოპოზიცია. კარგი შეფასებები აქვს გაკეთებული და იქ არიან ნამდვილად.
რაც შეეხება დემოკრატიას, ის ვითარდება. ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია. დღეს ქვეყანაში ბიზნესი არ რეკეტდება, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლამდე. რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში 2012 წლამდე – დღეს ეს რადიკალები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას რომ წარმოადგენენ და რეალურად, ს წიაღში აღმოცენებული ინდივიდები არიან, ყველას თავისი ფუნქცია რომ ჰქონდა მისი მმართველობის პერიოდში და აუბედურებდნენ ხალს. საზოგადოებამ კარგად იცის მაშინ რა ხდებოდა. თუმცა გარედან შეფასებები იყო, რომ ეს დემოკრატიის შუქურა იყო. ეს ორმაგი სტანდარტი და რეალობა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, როგორც ყველა არჩევნებზე საზოგადოება ქვეყნის შიგნით და მის გარეთ არსებულ მტრებს შესაბამის პასუხს გასცემ“,- განაცხადა კალაძემ.
გარდა ამ თემისა, კალაძე გამოეხმაურა -ს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გადახედვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „საქართველო ვინმეს ვასალი არ არის“.
„რა თქმა უნდა, ურთიერთობები უნდა გადაიხედოს და ვფიქრობ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით უბრალოდ შეუძლებელია. მზად ვართ მეგობრობისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მართლაც გაღრმავდეს და გახდეს ჯანსაღი, ისეთი როგორიც უნდა იყოს და არა ვირტუალური. ეს უნდა იყოს ორმხრივი. საქართველო ვინმეს ვასალი არ არის. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიღაცა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს, მშვიდობას დაანგრევს და ის ვითარება იქნება, რაც სამწუხაროდ, შია. არა მეგობრებო, ჩვენ ამ ქვეყანას ვიცავთ!“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციამ კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელიც MEGOBARI ACT-ის ინიციატორია, ერთობლივი წერილით მიმართა.
წერილში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი და აღნიშნავენ, რომ ჩვენი მოქალაქეები უპრეცედენტო ზეწოლას და ძალადობას განიცდიან, რადგან ჩვენ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ.
ოპოზიციის წარმომადგენლებით აშშ-ს კონგრესს სთხოვს, გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადო დაკვირვება, რადგან რისკები მაღალია და ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას.

ასევე დაგაინტერესებთ