საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დასავლეთ საქართველოში, რაჭის რეგიონში კიდევ ერთი მოხდა. მისმა მაგნიტუდამ 3,8 შეადგინა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს.

ეპიცენტრი ქალაქ ონის სამხრეთით, სოფელ ცხმორთან მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 8.06-ზე დაფიქსირდა.

ცნობისთვის, 4 ივნისს რაჭის რეგიონში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც შენობების დაზიანება გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ