გუბერნატორის ინფორმაციით, რუსეთში, ნავთობის საცავზე დრონით თავდასხმა მოხდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში წუხელ ნავთობის საცავზე დრონით თავდასხმა მოხდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამზე“ წერს.
მისი ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქის სტარი ოსკოლის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი დაზიანდა და ერთ-ერთ ავზს ცეცხლი გაუჩნდა.
გუბერნატორის განცხადებით, ხანძარი ლიკვიდირებულია და თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ს როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანაში აფეთქებების სერია მოხდა და ხანძარი გაჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში