რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 18 დრონით და „ისკანდერ-მ“ ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, უკრაინელებმა 17 დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დრონები ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს.
რუსებმა რაკეტები რუსეთის ქალაქ ტაგანროგის ტერიტორიიდან გაუშვეს, დრონები კი – ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკის და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებიდან.
რუსეთის საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა.