ჩეხეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ, დაიღუპა 4 და დაშავდა ათობით ადამიანი

ჩეხეთის რესპუბლიკაში სამგზავრო მატარებლის ავარიას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
რეგიონის გუბერნატორმა მარტინ ნეტოლიცკიმ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ და ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.
„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა, ათეულმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, – აცხადებს გუბერნატორი.
გავრცელებული ინფორმაციით, სარკინიგზო კომპანია Regiojet-ის მატარებელზე, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღიდან ს ქალაქ კოშიცეში მიემგზავრებოდა, 200-300 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევა ქალაქ პარდუბიცესთან ახლოს, პრაღიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში მოხდა.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაცაბიძე „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე – ეს რეალობის სრული დამახინჯებაა – ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ დასაქმებულებს უწევთ ვალიდური პირადობის მოწმობების წარმოდგენა, ამ პროცედურას კი საარჩევნო პროცესებთან საერთო არაფერი აქვს