მედია – ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიში სუნაკთან აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს ნებართვა ს ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმისთვის, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზელენსკიმ და სუნაკმა ყურადღება გაამახვილეს გლობალური სამშვიდობო სამიტის მომზადებაზე, რომელიც შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება. “დარწმუნებული ვარ, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მიუხედავად, კი დიდი ბრიტანეთი სამიტზე უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი “, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან, მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაზეც ისაუბრეს.
„პრიორიტეტი იყო საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობა. პრეზიდენტმა აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუშლის რუსი ოკუპანტების მცდელობებს ომის გაფართოებასთან დაკავშირებით და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სუნაკმა და ზელენსკიმ ასევე გაცვალეს მოსაზრებები ერთობლივი სასწავლო მისიების დამატებითი შესაძლებლობებისა და უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების ნატო-სთან თავსებადობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება