Amazon ევროკავშირში ფართოვდება – Reuters

Amazon აწარმოებს მოლაპარაკებებს იტალიის მთავრობასთან მილიარდობით ევროს ინვესტირებაზე, რათა გააფართოოს მონაცემთა ცენტრები ქვეყანაში, როგორც ევროპაში თავისი ღრუბლოვანი გაფართოების პროექტის ნაწილი. ამის შესახებ Reuters 4 წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
სააგენტო წერს, რომ ამჟამად მხარეებს შორის მიმდინარეობს მსჯელობა ინვესტიციის ზომისა და მიზნების შესახებ.
Amazon Web Service (AWS) განიხილავს მილანში არსებული ინფრასტრუქტურის რეგიონის გაფართოებას ან ახლის შექმნას. როგორც ამბობენ, საუბარია „მილიარდობით ევროს“ ინვესტიციის პოტენციურ მოზიდვაზე, მაგრამ ზუსტი ციფრები ჯერ არ სახელდება. ამასთან, ორივე მხარე ოფიციალური კომენტარებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
AWS-მა თავისი პირველი ინფრასტრუქტურული რეგიონი იტალიაში 2020 წელს გახსნა, როგორც 2 მილიარდ ევროიანი საინვესტიციო პროგრამის ნაწილი.
ამავდროულად, Amazon სწრაფად აფართოებს საქმიანობას ევროპაში. კერძოდ, AWS-მა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა 15,7 მლრდ ევროს ინვესტიცია მონაცემთა ცენტრებში ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, არაგონში. გარდა ამისა, კომპანია 2040 წლისთვის გერმანიაში 7,8 მილიარდი ევროს ინვესტიციას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა