„ტენე“ პირველი ქართული ელექტრო ველო-სკუტერ NicoNico-ს შექმნას აანონსებს

„ტენე“ პირველი ქართული ელექტრო ველო-სკუტერ NicoNico შექმნას აანონსებს, – ამის შესახებ ინფორმაცია „ტენეს“ ფეისბუქს გვერდზე გავრცელდა.
კომპანია ტენეს დამფუძნებლის, სანდრო ლილუაშვილის ინფორმაციით, საწარმოს მშენებლობა საბანკო კრედიტის, „აწარმოე საქართველოს“, ევროკავშირისა და USAID-ის გრანტების დახმარებით იგეგმება. მოლაპარაკება მიმდინარეობს ჩინელ პარტნიორთანაც. ელექტრო ველო-სკუტერს სახელი ნიკო ნიკოლაძის პატივსაცემად დაერქვა და საბაზისო მოდელის გასაყიდი ფასი 3900 ლარი იქნება.
გავრცელებულ ინფორმაციას პირველი ქართული ელექტრო ველო-სკუტერის შესახებ სრულად გთავაზობთ:
„სკუტერს ექნება პედლები და მის სამართავად არ დაგჭირდებათ მართვის მოწმობა” – აცხადებს იგი.
მისი თქმით ველო-ელექტრო სკუტერის მაქსიმალური სიჩქარე იქნება 50-60 კმ საათში., თუმცა, მართვის მოწმობის არ მქონეთათვის იმოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.
1 დამუხტვაზე მაქსიმალური გამავლობა დამოკიდებული იქნება სკუტერის მოდიფიკაციაზე და იმერყევებს 60-დან 250 კილომეტრამდე.
ელემენტი იქნება პორტატული და მის დატენას მომხმარებელი სახლშიც შეძლებს, ხოლო დატენის დრო 7 საათს არ გადააჭარბებს.
საწარმოს მშენებლობა საბანკო კრედიტის, „აწარმოე საქართველოს“, ევროკავშირისა და USAID-ის გრანტების დახმარებით იგეგმება. მოლაპარაკება გვაქვს ასევე ჩინელ პარტნიორთან ინვესტიციის ჩადებასთან დაკავშირებით.
საწარმოს მშენებლობა 2027 წელს დასრულდება. მანამდე კი იგეგმება ელექტრო ველოსკუტერის საცდელი ვერსიების ჩინეთიდან იმპორტირება და ქართველი მომხმარებლების მოთხოვნებზე მორგება.
„ჩვენი მიზანია სკუტერი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ამიტომ შევარჩიეთ მაქსიმალურად ბიუჯეტური მოდიფიკაციები და ამ გზით საბაზისო მოდელის გასაყიდმა ფასმა მხოლოდ 3900 ლარი შეადგინა! თავისთავად ელექტრო ველოსკუტერზე იმოქმედებს ჩვენი გარანტია და გვექნება ჩვენივე სერვისი.
სახელი „ნიკონიკო” კი ნიკო ნიკოლაძის საპატივცემულოდ დავრქვი, რადგანაც სწორედ ის იყო უდიდესი ქართველი ინოვატორი, რომელმაც ევროპიდან პირველმა შემოიყვანა ველოსიპედი და დანერგა სხვა უამრავი ინოვაცია, თუმცა მისი პიროვნების სიდიდე არასდროს ყოფილა სათანადოდ დაფასებული და ვგეგმავ ეს შეცდომა გამოვასწორო” – აცხადებს სანდრო ლილუაშვილი.
პ.ს. მიმდინარეობს წინასწარი შეკვეთები – პროტოტიპის ნახვა კი შესაძლებელია სოხუმის ქუჩა #4-ში მდებარე შოურუმში მეტრო წერეთელთან“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა