ყველაზე მეტი მილიონერი აშშ-ში, კანადასა და გერმანიაშია – World Wealth Report

World Wealth Report-ის მიხედვით, მსოფლიოში, წინა წლებთან შედარებით, რეკორდულად მაღალია მილიონერთა რიცხვი. დღეს მსოფლიოში 22.8 მლნ ადამიანია, რომელთა საინვესტიციო აქტივების ოდენობა სულ მცირე ერთ მილიონ დოლარს შეადგენს. მათი რიცხვი, გასულ წელთან შედარებით 5.1%-ითაა გაზრდილი. ინფორმაციას DW ავრცელებს.
მილიონერთა საერთო სიმდიდრე $86.8 ტრლნ-ია. მათი ქონება საფონდო ბირჟების ზრდის გამო გაიზარდა. 2023 წელს 43%-იანი ზრდა ჰქონდა Nasdaq-ს, 24%-იანი S&P-ს, Paris CAC-16%, Frankfurt DAX-20%.
საშუალოზე დაბალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, რეკორდები დაფიქსირდა გერმანიაშიც, სადაც უმდიდრესი ადამიანების ქონება 2.2%-ით და $6.28 ტრლნ-მდე გაიზარდა, ხოლო დოლარიანი მილიონერების კლუბი 34000-ით (2.1%) და 1.65 მილიონ წევრამდე გაიზარდა.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიმდიდრე, ისევე როგორც გლობალური მილიონერების რაოდენობა 2022 წელს ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე შემცირდა თუმცა, 2023-მა ეკონომიკური ზრდა მოიტანა და ძირითადი საინვესტიციო სექტორების ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესდა.
რეიტინგში პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, მეორეზე – კანადა, მესამეზე კი, გერმანია. მეოთხე ადგილზეა ჩინეთი 1,5 მილიონზე მეტი HNWI-ით.
ძლიერი ეკონომიკის, ინფლაციის შემსუბუქებისა და საფონდო ბირჟების აყვავების წყალობით, ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც უმდიდრესი ადამიანების ქონება 7.2%-ით და 26.1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მილიონერების რაოდენობამ 7.1%-ით მოიმატა და 7.431 მილიონს მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა