„საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება

„საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1630) საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხდომა 6 ივნისს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებად განისაზღვრება, ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით, ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი.
მათივე ინფორმაციით, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, პირის შესახებ ცნობების შეგროვება და მისი ვიზუალური კონტროლი იწვევს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას, რისთვისაც აუცილებელია სასამართლო კონტროლის არსებობა.
„მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე შესაძლებელია, სასამართლოს ბრძანების გარეშე, განხორციელდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მსგავსი ღონისძიებები, რაც ვერ აკმაყოფილებს პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის ფორმალურ კონსტიტუციურობას. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა მატერიალური კონსტიტუციურობის მოთხოვნებიც, ვინაიდან სასამართლო კონტროლის გარეშე ზემოაღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება არათანაზომიერად იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვას.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება