ბაიდენის გადაწყვეტილებით, მექსიკა-აშშ-ის საზღვრის უკანონო კვეთაზე დაკავებულები, უმეტეს შემთხვევაში, დეპორტაციას დაექვემდებარებიან

მექსიკა-ამერიკის საზღვრის უკანონო კვეთაზე დაკავებულები, უმეტეს შემთხვევაში, დეპორტაციას დაექვემდებარებიან – ამის შესახებ –ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამშაბათს გამოცხადდა.
როგორც შეერთებული შტატების უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, დეპორტაციაზე გამონაკლისი დაიშვება ბავშვებზე, რომლებსაც მეურვეები თან არ ჰყავთ, ასევე, ტრეფიკინგის მსხვერპლებზე და მათზე, ვინც სერიოზული სამედიცინო ან უსაფრთხოების საფრთხის ქვეშაა.
მანამდე, გასულ წელს, შეერთებულმა შტატებმა თავშესაფრის მაძიებელთათვის წესები გაამკაცრა – მაშინ განხორციელებული წესის თანახმად, მიგრანტები, რომლებიც გადაკვეთდნენ სამხრეთ საზღვარს ნებართვის გარეშე, თავშესაფარს ვერ მიიღებდნენ, თუ არ მოითხოვდნენ დაცვას სხვა ქვეყანაში, როგორიცაა მექსიკა, აშშ-ში მიმავალ გზაზე. ისინი, კი ვინც საზღვარს არალეგალურად გადაკვეთდნენ, დეპორტირებული იქნებოდნენ, შეერთებულ შტატებში ხელახლა შესვლა სულ მცირე ხუთი წლით აეკრძალებოდათ და არც თავშესაფრის მინიჭების უფლება ექნებოდათ.

ასევე დაგაინტერესებთ