საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს” ფორვარდი გადაცემა ბუდუ ზივზივაძე “ჯაფარას პოდკასტში” გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
“ყოველთვის ვიძახდი, რომ რუსეთი მტერია და მაგას ყოველთვის ვიტყვი. დედაჩემიც აფხაზეთიდან არის დევნილი და გამოცდილი აქვს დედაჩემს ეს რუსეთის აგრესია და, რა თქმა უნდა, დედაჩემიდანაც გამომდინარე და ეგეც რომ არ ყოფილიყო, ისედაც ვხედავთ ახლა უკრაინაში რეებს აკეთებენ და ჩვენთან, თუნდაც 2008 წელს რაც გააკეთეს. მაგ დროს შეიძლება ცოტა პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. რუსეთი არა მარტო ჩვენთვის, თითქმის ყველასთვის მტერი
სახელმწიფოა”, – განაცხადა ზივზივაძემ.