“ნეაპოლში მინუს ხუთი კილოგრამით მსუბუქს გელოდები” – კონტემ ლუკაკუს წონაში დაკლება ურჩია

“კორიერე დელა სერას” ცნობით, “ნაპოლის” ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად რომელუ ლუკაკუ შეიგულა.
კონტეს ლუკაკუსთან წარმატებული მუშაობის გამოცდილება “ინტერიდან” აქვს და სურს ისეთივე იხილოს და არა იმდაგვარი, როგორიც გასულ სეზონში “რომაში” იყო.
31 წლის ბელგიელის კონტრაქტი “ჩელსის” ეკუთვნის, მისი ხელფასი 12 მილიონი ევროა, რაც შეიძლება “ნაპოლისთვის” პრობლემად იქცეს, ამიტომ კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა არტიომ დოვბიკის (ჟირონა) კანდიდატურას განიხილავს.
12 მილიონს ლაურენტისი არ გადაუხდისდა თუ გადაუხდის გუნდში რევოლუცია დაიწყება. ასევე სხვა ვარსკვლავებიც, რაცა აქვთ, იმაზე ნაკლებზე არ დათანხმდებიან და ვის უყიდის ლაურენტისი კონტეს? ამასაც გადააგდებს. ხვიჩა იმიტომ უნდა, რომ ცოტას უხდის. ნაპოლის პროექტი მკვდრადშობილია, არ განხორციელდება.