საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საქმიანობის 2023 წლის ანგარიში პარლამენტს უკვე წარუდგინა.
დოკუმენტში, მათ შორის, საუბარია, გასული წლის მონაცემებით, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფზე ქვეყანაში და ასევე მოცემულია შედარებითი ანალიზი – თუ რამდენს იხდის ჩვეულებრივი მომხმარებელი (არა ბიზნესი) ელექტროენერგიაში.
შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფის სიძვირით მე-3 ადგილზეა და მხოლოდ სომხეთს და თურქეთს ჩამორჩება. აზერბაიჯანსა და რუსეთში კი ელექტროენერგიის ტარიფი შედარებით დაბალია, ვიდრე საქართველოში.
კერძოდ, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში ასეთი იყო:
სომხეთი – 31.391 თეთრი/კვტ.სთ;
თურქეთი – 23.566 თეთრი/კვტ.სთ;
საქართველო – 22.360 თეთრი/კვტ.სთ;
აზერბაიჯანი – 15.552 თეთრი/კვტ.სთ.
რაც შეეხება რუსეთს, იქ ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. საშუალო ტარიფი კი ერთ კილოვატზე 15 -16 თეთრის ფარგლებში მერყეობს.
წყარო: bpn.ge