სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსმა სამხედროებმა სულ მცირე 61 უკრაინელი სამხედრო ტყვე მოკლეს

2022 წლის თებერვალში ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსმა სამხედროებმა სულ მცირე 61 უკრაინელი სამხედრო ტყვე მოკლეს. ეს არის უკრაინის ხელისუფლების დადასტურებული მონაცემები, განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა. მისი თქმით, 61 სამხედრო მოსამსახურის სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის ფაქტებზე 27 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთ საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია, კიდევ რამდენიმე სასამართლოშია.
რუსეთში ტყვეობაში მყოფი 2200 უკრაინელი ჯარისკაცი დაზარალებულად აღიარეს. მათგან 500-ზე მეტმა გამოაცხადა დაკითხვის დროს მათ მიმართ ფიზიკური ძალადობის, მათ შორის ელექტროდენით წამების შესახებ. კოსტინის თქმით, ყველა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი „არაადამიანურ პირობებში“ იმყოფება, ბევრს აწამებენ და სცემენ, მაგალითად, უკრაინული ენის გამოყენების გამო და უარს ეუბნებიან სამედიცინო დახმარებაზე.
კოსტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის 15 რეგიონში გამოვლინდა სულ მცირე 25 ობიექტი, სადაც, უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, სისტემატურად ხდება უკრაინელი სამხედრო პერსონალის შეურაცხყოფა.
რამდენიმე დღის წინ რუსულმა ტელეგრამის არხებმა ხარკოვის რეგიონში უკრაინელი სამხედრო ტყვეების შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნეს. მასში რუსებს უკრაინელები თვალებახვეული მიჰყავთ, აიძულებენ მათ, სსრკ-ის ჰიმნი იმღერონ და სცემენ მათ, ასევე მოკვლით ემუქრებიან. პუბლიკაციასთან დაკავშირებით უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართა.
ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ჩნდება ცნობები უკრაინელი ჯარისკაცების მკვლელობის შესახებ, რომლებიც დანებდნენ ან უკვე იმყოფებოდნენ ტყვედ. Human Rights Watch-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს 10-ზე მეტი ასეთი შემთხვევა რამდენიმე თვის განმავლობაში. ასევე დაფიქსირდა უკრაინის ტყვეობაში მყოფი რუსი სამხედროების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მათი სავარაუდო მკვლელობის შემთხვევები. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი გამოიძიებენ მსგავს ინფორმაციას, მაგრამ გამოძიების შედეგები არ გავრცელებულა. გაეროს მოხსენებებში დაფიქსირებულია კონფლიქტის ორივე მხარის მიერ ჟენევის კონვენციის დარღვევის შემთხვევები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ