“პრო@ი რომეოების რევოლუცია” – სოსო მანჯავიძე

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:
ერთხელ, ვერონის არ იყოს, კახეთში წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა. მშობლები, მონტეკების და კაპულეტების მსგავსად, სასტიკი წინააღმდეგი წავიდნენ მათი შეუღლებისა. მაშინ შეყვარებულებმა, რომეოს და ჯულიეტას მსგავსად, თვითმკვლელობა გადაწყვიტეს. არ ვიცი, რომელ აფთიაქართან იშოვეს შხამი- გოგომ დალია და გარდაიცვალა, ხოლო ბიჭმა გადაიფიქრა-აღარ დალია. გენიალურმა კახელებმა მას ,, პრო@ი რომეო” დაარქვეს. არ ვიცი, ცოცხალია თუ არა-მაგრამ ჩვეულებრივად ცხოვრობდა და დადიოდა ამ სახელით. ასეთი ,, პრო@ი რომეოებით’ არის სავსე ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო, განსაკუთრებით პოლიტიკა. მეტიც, იმის გამო, რომ 24 საათი ტელევიზიებში სხედან და მორალს კითხულობენ, გაჩნდა ახალი ფენომენი ,,პრო@ რომეოთა” ფანები. 1989 წლის ცხრა აპრილიდან მოყოლებული პრო@ი რომეოების განსახიერებანი პერიოდულად ,,იკლავენ თავს” სამშობლოსათვის, მაგრამ მერე გადაიფიქრებენ ხოლმე თავიანთი კახელი პროტოტიპივით. დღევანდელ დღეს ხომ საერთოდ მათი ბენეფისია-სხედან 2008 წლის კატასტროფის ავტორების მიერ დაფინანსებულ ტელევიზიებში და სამშობლოს სიყვარულზე საუბრობენ, რომ კიდევ ერთხელ დაალევინონ საწამლავი სამშობლოზე მხურვალედ შეყვარებულ კოლექტიურ გულუბრყვილო ჯულიეტას. მოკლედ , საქმე მანიაკალურ სტადიაში გადასულ ,, პრო@ი რომეოს” სინდრომთან გვაქვს. მე მგონი, ბევრს ზედ აკვდება ეს სახელი, მეტად არის გამოსაყენებელი გენიალური კახური მეტაფორები და ეპითეტები ქართული მედია-პოლიტიკური სივრცის გასაჯანსაღებლად. P.S. პრო@მა რომეოებმა იბარტყეს და უკვე რევოლუციას აწყობენ. კარგად კი ᲟᲦერს – პრო@ი რომეოების რევოლუცია..

ასევე დაგაინტერესებთ