“თეას უთქვამს, წილოსანს დავეკითხოთ; დაჩის დაუმორცხვია; ყაველაშვილის მახვილ თვალს ეს არ გამოჰპარვია…” – რომან გოცირიძე

“დაგიხატავ სამყაროს ცისარტყელის ფერებში, შენს ხმას ვეძებ ყოველთვის, წვიმის წვეთის ბგერებში, მოვალ, ჩაგეხუტები, ჩაგეკვრები ხელებში, შენთან ერთად ვიქნები შემოდგომის დღეებში”…
საბავშვო ლექსი ყოფილა. ავტორი არ ვიცი. შვილის მოხუცი მშობლისადმი სიყვარულზეა, როგორც ჩანს. წულუკიანს აუკრძალავს, ორაზროვანიაო. ვიღაცას უთქვამს თათბირზე, იქნებ “ცისარტყელა” სხვა რამით შევცვალოთო, მაგ. “შემოდგომის ფერებითო”. არაო, მაინც იგივე გამოვაო, მოუჭრა თურმე თეიკომ. აკრძალეს. ასევე დაადგინეს: “ცისფერი ტრიო” დღეიდან მოხსენიებული უნდა იყოს, როგორც “ტრიო”, “ცისფერი მთები”-როგორც “მთები”. იკრძალება ასევე ტელემაუწყებლობის “ცისფერ ეკრანად” ხსენება. სხდომაზე დიდი დავა გამოუწვევია საკითხს, თუ როგორ შეიცვალოს ნიკოლოზ ბარათაშვილის “ცისა ფერს, ლურჯსა ფერს”-ში ერთი სიტყვა. თეას უთქვამს, ორჯერ იყოს “ლურჯსა ფერს, ლურჯსა ფერსო”. კომისიის წევრის, დეპუტატ დაჩი ბერაის წინადადება ყოფილა, “დროშის ფერს, ლურჯსა ფერსო”. ს მახვილ თვალს არ გამოჰპარვია, რომ ეს “ოცნების” პარტიულ დროშად იქნება აღქმულიო. მეც ეს ვიგულისხმეო, დაუმორცხვია დაჩის (სინამდვილეში ირაკლი ჰქვია, ორი მსგავსი გვარ-სახელის დეპუტატია პარლამენტში და რომ არ შეშლოდათ, საწყალს, სხვა სახელი შეურჩიეს ძალით). საკითხი გადადებულა. თეას უთქვამს, წილოსანს დავეკითხოთ, ის ერკვევა კარგად მსგავს თემებშიო. თანაც შეუქია, თავისი ყველა ცისფერი პიჯაკი თავიდან მოიშორა, აუქციონზე გაყიდაო. ეს სხდომა, კულტურის სამინისტროში, ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის შესახებ “ოცნების” კანონზე ვეტოს დაძლევიდან მეორე დღეს გამართულა.
რას ვერჩით, მუშაობს ხალხი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”