კრემლის კრიტიკოსი, იაშინი ზედიზედ მეორედ გადაიყვანეს სამარტოო საკანში

პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს 3 ივნისს ზედიზედ მეორედ მიუსაჯეს სამარტოო საკანში ყოფნა, 12 დღით – მაშინ, როცა იმ დღეს მან 15-დღიანი სასჯელი მოიხადა სამარტოო საკანში და უნდა გამოეშვათ, ვკითხულობთ იაშინის ტელეგრამის არხზე 4 ივნისს.
იაშინს 8 წლით და 6 თვით აქვს მისჯილი პატიმრობა, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის კრიტიკის გამო. პირველად ის სამარტოო საკანში მოათავსეს თავისი განყოფილების განსაზღვრულ დროზე სამი წუთით გვიან დატოვებისთვის. იაშინის თქმით, მაშინ ის იმიტომ დასაჯეს, რომ ჩაშლილიყო სამდღიანი შეხვედრა მის მშობლებთან, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იყო დანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!