ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ვირტუალურ საერთაშორისო საბიბლიოთეკო კონფერენციაზე ისაუბრა

29 მაისს პოლონეთის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ფედერაციის კონსერვაციისა და გრძელვადიანი დაცვის ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა ევროპის ბიბლიოთეკების კონფერენცია თემაზე “ციფრული ბიბლიოთეკები – საცავები დღეს და ყოველთვის”.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები პოლონეთიდან, დან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, ნორვეგიიდან და ლიეტუვიდან. ბიბლიოთეკარებმა ციფრული ბიბლიოთეკების განვითარებაში არსებული გამოცდილება და დღევანდელი შედეგები წარმოადგინეს.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, მაია სიმონიშვილმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ციფრული ბიბლიოთეკის შექმნის ისტორიასა და მეთოდოლოგიაზე, მიმდინარე პროექტებზე.

ასევე დაგაინტერესებთ