“მემუქრებიან ფიზიკური განადგურებით” – რას სთხოვენ წალენჯიხის მერიის მაღალჩინოსანს, ალბერტ ჭანიას?

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, ალბერტ ჭანია აცხადებს, რომ ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან:
ერთი კვირაა სისტემატიურად ხორციელდება ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სატელეფონო ზარების მეშვეობით ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა ფიზიკური განადგურებით, რომ დავტოვო თანამდებობა, არ გამოვცხადდე სამსახურში, მივატოვო ყველანაირი პოლიტიკური აქტივობა და განსხვავებული აზრის გამოთქმა. სახელმწიფო რომელიც უნდა იცავდეს თავის მოქალაქეებს პირიქით ატერორებს მათ დაქირავებული ზონდერების მეშვეობით.

ასევე დაგაინტერესებთ