ირაკლი კობახიძე – ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროპაგანდისგან დავიცვათ მოსახლეობა

ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ის ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას. ეს არის ძალიან მარტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს ეხებოდა
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები.
„ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები, სხვადასხვა საზოგადოების მაგალითზე ამის თქმა შეიძლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი პროპაგანდისგან დავიცვათ საქართველოს მოსახლეობა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ