საბანკო სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელის 82% სამ ბანკზე მოდის

საქართველოში მოქმედი 17კომერციული ბანკის საკრედიტო პორტფელი, 2024 წლის პირველი 4 თვის ფინანსური შედეგების მიხედვით, 55.5 მილიარდ ლარია. თანხის 76.5% ორი უმსხვილესი ბანკის მიერ გაცემულ კრედიტებს წარმოადგენს, ხოლო სამი უმსხვილესი ბანკის მიერ გაცემული სესხების მოცულობა კი სექტორის 82%-ია.
მთლიანი სესხებიდან 18.7 მილიარდი ლარი კორპორაციული სესხებია, 9.1 მილიარდი ლარი მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული კრედიტებია, 7.5 მილიარდი ლარი მიკრობიზნეს სესხებია, ხოლო 20.2 მილიარდი ლარი კი ფიზიკურ პირებზე გაცემული კრედიტებია.
ქართული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2024 წლის აპრილის მდგომარეობით:

ასევე დაგაინტერესებთ