რატომ ქრებიან საკონსულო აღრიცხვიდან საქართველოს მოქალაქეები არჩევნებამდე 4 თვით ადრე?

საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს არაერთმა მოქალაქემ რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა, რომ ისინი საკონსულო აღრიცხვის ელექტრონული რეესტრიდან არიან მოხსნილნი. მიზეზად უწერიათ – „ექვსი თვე საქართველოში ყოფნა“. მოქალაქეები ამბობენ, რომ მიზეზი აბსურდულია.
არავის, ვისაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა და ვინც ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც წერს, ბოლო წლებია საქართველოში ექვსი თვე გადაბმულად არ უცხოვრია.
არ სურთ ასე იფიქრონ, თუმცა, ვერც იმას გამორიცხავენ, რომ საკონსულო აღრიცხვიდან გაქრობა შესაძლოა მათ სამოქალაქო პოზიციას, იმ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდებოდეს, რომლებიც არ ემთხვევა მმართველი პარტიის ინტერესებს, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ.
“გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვიდან პოლიტიკური ნიშნით არიან მოხსნილები, სიმართლეს არ შეესაბამება”, – მოსწერა რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ერთ-ერთი გზა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ არჩევნებში მისცეს ხმა, საკონსულო აღრიცხვის ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციაა.
ვრცლად იხილეთ: radiotavisupleba.ge

ასევე დაგაინტერესებთ