ირაკლი კობახიძე – ქართველი ხალხის დასჯას ვერავინ გაბედავს

ქართველი ხალხის დასჯას ვერავინ გაბედავს. ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, „რას ეტყვის ქართველ ხალხს, რომელსაც შეიძლება ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაცია გაუუქმოს“.
პრემიერის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს მიანიჭეს და „ასეთ დროს რომ ვინმემ ქართველ ხალხს ჩამოართვას კანდიდატის სტატუსი, ეს ხომ სასაცილოა!“
„საუბრობენ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, თვითონ საუბრობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს ქართველ ხალხს, არა ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს. ასეთ დროს რომ ვინმემ ქართველ ხალხს ჩამოართვას კანდიდატის სტატუსი, ეს ხომ სასაცილოა!
ჩვენ არაფრით არ ვვაჭრობთ. ქართველი ხალხი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, კანონს გამჭვირვალობის შესახებ! 60%-ზე მეტი საქართველოს მოსახლეობის, მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და გამჭვირვალობის შესახებ კანონს. ბევრად მეტი ადამიანი გამოვიდა ჩვენს აქციაზე. პოლიტიკური უმცირესობა არის რაღაცების წინააღმდეგი, მაგრამ ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური უმრავლესობა, საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და კანონს გამჭვირვალობის შესახებ. დღეს 582 ოჯახს გადავეცით ბინა, ამას უჭერს ქართველი ხალხი მხარს და ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. რასაც თქვენი პარტია [ნაციონალური მოძრაობა] აკეთებს, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ამ ქვეყანას არ ჰქონდეს ევროპული მომავალი“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ