“რეალი” მსაჯების ფავორიტი კლუბია… რატომ გავუშვი ხავი?” – რა განაცხადა ლაპორტამ

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. 61 წლის საფეხბურთო ფუნქციონერის თქმით, მადრიდის “რეალს” მსაჯები ხშირად ეხმარებიან.
“რეალს” მსაჯები ხშირად ეხმარებიან, ამაში ახალი არაფერია. ჩვენ არასდროს მოგვისყიდია მსაჯები! “ბლანკოსი” კი მათი ფავორიტი კლუბია. ჩვენ ტექნიკური კომიტეტისგან მოვითხოვეთ კლასიკოში იამალის არჩათვლილი გოლის კადრები, მათ კი ის შეგნებულად არ მოგვცეს”.
ლაპორტამ კომენტარი ხავის გათავისუფლებაზეც გააკეთა. მისი თქმით, ერნანდესის გათავისუფლებას არ აპირებდა, თუმცა ესპანელის ჟურნალისტებთან საუბარმა გადაწყვეტილება შეაცვლევინა.
“ხავი ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ კლუბის სამომავლო გეგმებს იზიარებდა და წარმატების მიღწევის
სჯეროდა, თუმცა ჟურნალისტებს ახალი ხედვები და მოთხოვნები გააცნო. ამან დამარწმუნა, რომ გუნდს სიახლე სჭირდებოდა”, – განაცხადა ლაპორტამ.