„ქართული ოცნება“ აფართოებს კავშირებს კომუნისტურ ჩინეთთან, აშშ-მა არ უნდა დაუშვას საქართველოს დემოკრატიაზე, ევროატლანტიკურ მომავალზე თავდასხმა – კონგრესმენი ჯო უილსონი

„ქართული ოცნება“ აფართოებს კავშირებს კომუნისტურ ჩინეთთან, -მა არ უნდა დაუშვას საქართველოს დემოკრატიაზე, ევროატლანტიკურ მომავალზე თავდასხმა – კონგრესმენი ჯო უილსონი
აშშ, ევროპელ კოლეგებთან ერთად, იყო საქართველოს დიდი ხნის მტკიცე მეგობარი. სამწუხაროდ, ეს მყარი კავშირი ცოტა ხნის წინ გახდა თავდასხმის სამიზნე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხრიდან, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან გააკეთა აშშ-ის კონგრესში, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, სადაც გაიმართა მოსმენა სახელწოდებით „საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდაჭერა“.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ღიად უარყო საქართველოს და მისი ხალხის დემოკრატიული, ევროატლანტიკური არჩევანი, როდესაც პარლამენტში გაიტანა პუტინის სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი და ეს მოხდა მრავალთვიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად“.
„ქართული ოცნება“ აფართოებს კავშირებს კომუნისტურ ჩინეთთან, როდესაც სასწრაფო წესით გადასცემს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ჩინეთის არმიასთან დაკავშირებულ კომპანიებს. ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ დიქტატორული შეტრიალების კიდევ ერთი ასპექტი. აშშ-მა არ უნდა დაუშვას საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მომავალზე თავდასხმა და ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.
სწორედ ამიტომ მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ვიზების შეზღუდვების შესახებ, რომელიც მიმართულია ნებისმიერი პირის წინააღმდეგ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. თუმცა ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა შევასრულოთ. მოხარული ვარ, წარვადგინო „მეგობარი აქტი“, რომელსაც წარვადგენ ჩემს კოლეგებთან და საქართველოს მეგობრებთან ერთად – კონგრესმენ სტივ კოენთან, კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონათან ჩრდილოეთ კაროლინიდან და მარკ ვიზისთან ტეხასიდან. ეს კანონმდებლობა მისცემს სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური სანქციების დასაწესებლად მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩართულია საქართველოს მოქალაქეების საწინააღმდეგო რეპრესიულ ზომებში.
ეს კანონი ასევე ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას, რომელიც ხაზს გაუსვამს ს და ჩინეთის მავნე გავლენის დონეს საქართველოში და იმას, როგორაა ეს ძალისხმევა დაკავშირებული მნიშვნელოვან ფიგურებთან საქართველოში. ეს კანონი ასევე მოსთხოვს ადმინისტრაციას, სასწრაფო წესით შექმნას წინასაარჩევნო სამუშაო ჯგუფი საქართველოში, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შეუდგეს მუშაობას დემოკრატიული გარემოს დასაცავად 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი სთვის. დამატებით, „მეგობარი აქტი“ ხაზს უსვამს უფრო ძლიერ ჩარჩოს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისთვის. სწორედ ამიტომ კანონში არის მოწოდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირების გაფართოებისკენ, ადამიანებს შორის კონტაქტების გამტკიცებისკენ და ასევე უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროში ძლიერი მხარდაჭერის პაკეტების გადაცემა, როდესაც საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება საკუთარი ხალხის დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენ სერიოზულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მოსახლეობას, რომელთანაც სამომავლოდ გვსურს პოზიტიური თანამშრომლობა. მოხარული ვარ, გითხრათ, რომ „მეგობარი აქტს“ აქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა. ასევე მივესალმებით, რომ ამ კანონმდებლობას მხარი დაუჭირა „ფრიდომ ჰაუსმა“, „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული კოალიციისგან“. აგრეთვე, „აშშ-ში საქართველოს ასოციაციამ“, ასევე „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპულმა კოალიციამ“, ჩრდილოეთ კავკასიის ერების კომიტეტმა და სხვებმა. მე ასევე ველოდები, ვიმუშაო სენატორ ჯინ შაჰინთან, რათა ჩვენ გავაერთიანოთ ძალისხმევა საქართველოს საოცარი ხალხის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ჯო უილსონმა.