ბიზნესსექტორები, რომლებიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებენ

მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოში ბიზნესსექტორში გაიზარდა როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე საშუალო ხელფასიც. ამ პერიოდში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 749.4 ათასი კაცით განისაზღვრა, ზრდა 4.6%-ია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საწარმოთა პირველი კვარტალის შედეგების მიხედვით, კერძო სექტორში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.3% მსხვილ ბიზნესზე, 19.5% – საშუალოზე, ხოლო 36.1% – მცირე ბიზნესზე მოდის.
ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ბიზნესსექტორში ვაჭრობის დარგი ქმნიდა.
ბიზნესსექტორში დასაქმების ჯამურ რაოდენობაში სამუშაო ადგილების რაოდენობის მიხედვით დარგების რეიტინგი ასეთია:
ვაჭრობა – 28.3%;
დამმუშავებელი მრეწველობა – 12.1%;
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 9.9 %;
მშენებლობა – 8.1%;
ტრანსპორტი და დასაწყობება – 8%;
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 6.2%;
განთავსების საშუალებების უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 5%;
სხვა დარგები – 22.5%.

ასევე დაგაინტერესებთ