ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ს შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
Le Monde-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი პარიზს პარასკევს, 7 ივნისს, ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრების შემდეგ ეწვევა.
ასევე, ემანუელ მაკრონის გარდა, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუს შეხვდება.
პარიზში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოვა და საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერთან, იაელ ბრაუნ-პივესთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრის სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ -ის პრეზიდენტი, ნორმანდიაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ