გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ივნისს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის, ყაზბეგის რაიონის, მცხეთის მუნიციპალიტეტისა და თიანეთის რაიონის სოფლებში.
10:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი, ფიტავი, ჭივილაანები, შალიკიანთკარი, ჟინვალი, ბანცური, არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, ქვემო არანისი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 13:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში მამკოდა,ლელუბანი, გლდანი, მშრალხევი, ვეჯინი, ნადიკვრების და ხოდაბუნების ტერიტორიაზე.
11:00-დან 13:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ყანობი, კობი, ალმასიანი, ოქროყანა, უხათი,ზემო ოქროყანა, გიმარა, ხოლო 13:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტს კობში.
11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქსანი, ძეგვი, ქსოვრისი, ქანდა.
15:40-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით გამოირთვება თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, ლიშო, სხლოვანი, არტანი, ღორღა, თეთრაულები და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
