ჯო ბაიდენი საფრანგეთსა და იტალიაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, უკრაინელ კოლეგას, ს მიმდინარე კვირაში საფრანგეთში, მომავალ კვირას კი იტალიაში შეხვდება, – ამის შესახებ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„ნორმანდიაში ბაიდენს ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის და მასთან ში არსებული მდგომარეობა და ასევე ის საკითხი განიხილოს, როგორ გავაღრმავოთ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა. რამდენიმე დღეში მას ასევე ექნება შესაძლებლობა, კვლავ შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში“, – აღნიშნა სალივანმა.
-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთს ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისიებებზე დასასწრებად ეწვევიან. ასევე ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, უკრაინელ კოლეგას ელისეის სასახლეში მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ