პირველად რომ ვნახე, ივანიშვილი ჰგავდა კორპორაციებში მომუშავე, ავტოკრატიული ტიპის ადამიანს – კონგრესმენი

ამერიკელი კონგრესმენი დემოკრატიული პარტიიდან, სტივ კოენი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროება დემოკრატიული და დასავლური ღირებულებების ნაწილი არაა.
ამის შესახებ მან 4 ივნისს, -ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა.
როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში შესვლა სურს, მაგრამ რუსეთს უახლოვდება. მისი თქმით, საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და ს მაგალითზე უნდა ესწავლა, რომ მისი მეგობარი არაა.
ამასთან კონგრესმენმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე და გაიხსენა 2012 წელი, როცა მას პირველად შეხვდა.
სტივ კონელის თქმით, ივანიშვილმა პირველივე შეხვედრაზე ძალაუფლების მოყვარული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.
„საქართველოში 2012 წელს ვიყავი, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. ამ დროს ბიძინა ივანიშვილმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ის იყო რეფორმატორი. ეს იყო ოცნება, კარგი ოცნება. ბატონი სააკაშვილი დრაკონულ ციხის სისტემას მართავდა, რომელსაც ხალხის დასასჯელად იყენებდა.
ბატონი ივანიშვილს 12 წელია ძალაუფლება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ის არც პრემიერ-მინისტრია და არც პრეზიდენტი, ის არის მთავარი კაცი, მას მიჰყავს შოუ.
არ მიყვარს ადამიანების ერთი ნახვით შეფასება, მაგრამ როცა პირველად ვნახე ის [], ვიფიქრე, რომ ის ოცნება არ იყო. ის ჰგავდა კორპორაციებში მომუშავე საქმიან ადამიანს, რომელსაც ყველაფრის მართვა სურს – ავტოკრატიული ტიპის, ძალაუფლების მოყვარულ ადამიანს, რომელიც ხელისუფლებას თავიანთი სურვილებისა და ინტერესების გაფართოების საშუალებად უყურებენ“, – განაცხადა სტივ კოენმა.
კონგრესში გამართულ სხდომაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია მოისმინეს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერ ვანო ჩხიკვაძისგან, „ჩათამ ჰაუსის“ უფროსი მკვლევრისა და ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის, ნატალი საბანაძისგან და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩისგან საქართველოში უილიამ კორტნისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას