გაეროში დევნილებზე საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერა 103-მდე გაიზარდა

2024 წლის 4 ივნისს ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 78-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „დან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, რაც აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რეზოლუციას პირველად ისტორიაში დაუჭირა მხარი საქართველოს მეზობელმა სახელმწიფო სომხეთმა.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 9 სახელმწიფომ, ხოლო 52 სახელმწიფომ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. მათ შორის თავი შეიკავა და, შესაბამისად, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა საქართველოს ახალმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩინეთმა. ასევე კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ირანმაც.
აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
„78-ე სესიის ფარგლებში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”, მხარდაჭერის აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებლით – 103 ხმით. რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განზომილების კუთხით.
დიდი მადლობა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის” ,- წერს ილია დარჩიაშვილი X- ის პირად გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას