თურქეთის ნაკრებს მესამე ფეხბურთელი გამოაკლდა – იტალიასთან მატჩში კაბაკმა მძიმე ტრავმა მიიღო

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე, თურქეთი ამხანაგურ მატჩში სტუმრად იტალიას დაუზავდა – 0:0.
42-ე წუთზე ტრავმა მიიღო თურქეთის ნაკრების მცველმა ოზან კაბაკმა (ჰოფენჰაიმი), მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და გამოკვლევის ჩასატარებლად კლინიკაში გადაიყვანეს. ადრე ცნობილი გახდა, რომ თურქეთს ევროპირველობაზე ტრავმირებულები – მცველი ჩაგლარ სიონჯუ (ფენერბაჰჩე) და თავდამსხმელი ენეს იუნალი (ბორნმუთი) ვერ დაეხმარებიან.
თურქეთი ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ერთ სპარინგს გამართავს -10 ივნისს ვარშავაში პოლონეთს შეხვდება.
საქართველოს ევროვნული გუნდი თურქეთს ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 18 ივნისს დორტმუნდში ეთამაშება.
იტალია – თურქეთი 0:0

ასევე დაგაინტერესებთ