შეიძლება, ამდენი წლის მერე დაივიწყოთ სააკაშვილი? | ზურაბიშვილი “იმედის” ჟურნალისტს

მე მინდა გკითხოთ თქვენ, შეიძლება, რომ ამდენი წლის მერე, 2012 წლის მერე, დაივიწყოთ სააკაშვილი? – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა სამთავრობო მედიის, “იმედის” ჟურნალისტს, რომელიც მისთვის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ცდილობდა შეკითხვების დასმას.
დღეს გორში ჩავიდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში ის ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა. გრძელდება ხელმოწერების შეგროვებაც.