თავშესაფარს ვერ მიიღებენ ადამიანები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ – თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებიც -მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, თავშესაფარს ვერ მიიღებენ, – ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები. სწორედ ამიტომ, მან დღეს გამოსცა განკარგულება, რათა მიგრანტებმა, რომლებიც ჩვენს სამხრეთ საზღვარს უკანონოდ კვეთენ, თავშესაფარი არ მიიღონ. ეს ქმედებები ამოქმედდება მაშინ, როდესაც სამხრეთ საზღვარზე ინციდენტების მაღალი დონე გადააჭარბებს ჩვენს შესაძლებლობებს, დროული რეაგირება მოვახდინოთ, როგორც ეს დღეს ხდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული ქმედებები არ არის მუდმივი, ისინი შეწყდება, როდესაც მიგრანტების რაოდენობა, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას დააპირებენ, საკმარისად დაბალი იქნება, რათა ამერიკის სისტემამ უსაფრთხოდ და ეფექტურად მართოს სასაზღვრო ოპერაციები.

ასევე დაგაინტერესებთ