Airbus ჩინურ ავიაკომპანიებთან 100-ზე მეტი თვითმფრინავის მიყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

Airbus აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინურ ავიაკომპანიებთან, რათა მიჰყიდოს მათ 100-ზე მეტი ფართო ტანის a330neo თვითმფრინავი. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
მათივე გარიგების პირობები ჯერ კიდევ განიხილება, მიწოდების ვადები კი დაზუსტებული არ არის.
Airbus ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. Bloomberg საკითხზე Air China-ს, China Southern Airlines-ს და China Eastern Airlines-ს პასუხს ელოდება.
Airbus ცდილობს თავისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას ჩინეთის ბაზარზე იმ გათვლით, რომ Boeing-ს უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.
ამავდროულად, Airbus ახორციელებს ინვესტიციებს ჩინეთში. კერძოდ, ქვეყანაში ფუნქციონირებს ქარხანა პოპულარული a320 ტიპის ვიწრო ტანის თვითმფრინავების ასაწყობად.
Airbus-ის კაპიტალიზაცია 2024 წელს 11%-ით, 122.9 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ