თურქეთში ინფლაცია 75.5%-მდე გაიზარდა

გასული თვის განმავლობაში თურქეთში წლიურმა ინფლაციის დონემ 75.5% შეადგინა, რაც თითქმის 5 %-ით მეტია წინა თვესთან შედარებით.
საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებით (Core CPI) ვითარება უფრო მძიმედაა და ფასების ზრდის მაჩვენებელი წლიურად 75%-ს აჭარბებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გაძვირების ტენდენცია ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ მაღალი ინფლაციის დასაძლევად თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50%-მდე გაზარდა.
ინფლაციის დონის ზრდის ფონზე, უფასურდება ეროვნული ვალუტა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 32.2 ლირას აღწევს, რაც თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია.

ასევე დაგაინტერესებთ