L’Equipe: კვარაცხელია ლუის ენრიკეს ესაუბრა – კლუბებს რთული მოლაპარაკებები ელით

ჯერ კიდევ გაურკვეველია დარჩება თუ არა “ნაპოლიში”. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელიამ “პარი სენ ჟერმენში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, დღეს კი “ეკიპი” იტყობინება, რომ ის პარიზული გუნდის მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ესაუბრა. აღნიშნულია, რომ ნეაპოლელებთან ძალიან რთული მოლაპარაკებები ელით, იმედს არ კარგავენ, თუმცა ქართველის რაც შეიძლება იაფად ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
ადრე ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი მონაკოში პარიზული კლუბის საფეხბურთო მრჩეველს ლუის კამპუშს შეხვდა.
კვარაცხელიას ალტერნატივად პსჟ რაიან შერკის კანდიდატურას განიხილავს, რომელსაც “ლიონთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გასულ
სეზონში პარიზელებს 20 მილიონ ევროდ არ მიჰყიდეს.
რადიო Marte-ს ეთერში “კვარას” თაობაზე მსჯელობისას ჟურნალისტებმა თქვეს, რომ მისი კლასის ფეხბურთელის კვალობაზე არაადეკვატური ხელფასი აქვს, ჯუღელი ორჯერ შეხვდა “ნაპოლის” ახალ სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას და მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს, ვინაიდან აგენტი მტკიცედ იცავს თავისი კლიენტის ინტერესებს, ხელფასის მაქსიმალურად გაზრდას და დაბალი გამოსასყიდი ფასის დაფიქსირებას მოითხოვს. უახლოეს ხანში მათი მესამე შეხვედრა გაიმართება.
სატრანსფერო ექსპერტმა პაოლო ბარჯიჯამ ტელეკომპანია SportItalia-ს განუცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი უეჭველი წავა, “იუვენტუსი” მზადაა ჯოვანი დი ლორენცო 10 მილიონად შეიძინოს, ხოლო “ნაპოლი” 20 მილიონად აფასებს. რაც შეეხება “კვარას”, ბარჯიჯას აზრით, ის ნეაპოლურ კლუბს 40% დატოვებს. “რეპუბლიკას” მტკიცებით, კვარაცხელიას პსჟ სეზონურ გასამრჯელოდ 7.5 მილიონს სთავაზობს (ნაპოლი 5 მილიონს) და მისი წასვლის შემთხვევაში, “ნაპოლის” გეგმა ბ აქვს – ფედერიკო კიეზას (იუვენტუსი) გადაბირება.