„კისერიც უტეხიათ, სულ ანაფორებით და კოჭებამდე შავი კაბებით უვლიათ არჩევნებამდე…“- გია ხუხაშვილი

ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს:
„პოლიტიკური ფრონტის ხაზის დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანზე გატარება სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას.
ამიტომ ისტერიულად შემოაქვს კანონ-პროექტები, რომლებიც ურა-პატრიოტული, ფსევდო-რელიგიური და “მამა მამაა, დედა დედაა” პათოსით არის გაჟღენთილი.
პარტიებო, ნუ აყვებით ამ თამაშს, მყარად გეჭიროთ ფრონტის ხაზი.
კისერიც უტეხიათ, სულ ანაფორებით და კოჭებამდე შავი კაბებით უვლიათ არჩევნებამდე… ეს მათი პრობლემაა…
მთავარი არჩევანია ევროპასა და რუსეთს, წარსულსა და მომავალს, ფერად განათლებულ, თავისუფალ ახალგაზრდობასა და ღიპიან, გაუნათლებელ, საშოვარზე გამოსულ მედროვეებს, პატრიოტიზმსა და ურა-პატრიოტიზმს, რწმენასა და ფარისევლობას, წყლის ჭავლზე მოხტუნავე ვაჟკაცურ ღირსებასა და სპეც-რაზმს ამოფარებულ სიმხდალეს შორის.
სულ ყირაზე რომ დადგნენ, ოქტომბრამდე ამ ქვეყანას მაინც ვერ დაანგრევენ, მერე კი ყველა ეს ისტერიულად მიღებული კანონი იქნება გაუქმებული და მათი შემოქმედი სათანადოდ დასჯილი…“

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები