აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმება 2030 წლის ბოლომდე გაგრძელდა.
ბუნებრივი აირის მიწოდებისა და გაცვლის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა BOTAŞ-ს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) და აზერბაიჯანის გაზმომარაგების კომპანიას (AGSC) შორის.
ცერემონია გაიმართა ბაქოში, კასპიის ნავთობისა და გაზის 29-ე საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალფარსლან ბაირაქტარისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მიქაილ ჯაბაროვის მონაწილეობით.
დოკუმენტებს ხელი მოაწერეს BOTAŞ-ის გენერალურმა დირექტორმა და AGSC-ის გენერალურმა დირექტორმა.
„ბაქოში მოგზაურობისას ჩვენ გადავდგით ახალი ნაბიჯები, რომლებიც დაეფუძნება ბუნებრივ გაზზე თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან, ბ-ნ მიქაილ ჯაბაროვთან გასულ თვეში სტამბოლში. BOTAŞ-სა და SOCAR-ს შორის გაფორმებული ოთხი ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანული გაზი ევროპასა და ნახჩევანში თურქეთის გავლით, ხოლო თურქმენული გაზი ჩვენს ქვეყანას მიეწოდება. ჩვენ ასევე მოვაწერეთ ხელი BOTAŞ-სა და აზერბაიჯანის გაზმომარაგების კომპანიას შორის ბუნებრივი აირის მიწოდების ხელშეკრულების გახანგრძლივებას, რომელსაც ვადა ეწურება 2030 წლის ბოლოს“, – წერს მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი სოციალურ ქსელ X-ზე.