გერმანიის ელჩის პასუხი “ოცნებას”

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მის მიერ 2 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
ელჩი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის დაზუსტებას აკეთებს: „დაზუსტება: 1. ქვემოთ მე ციტირება მოვიყვანე გერმანიის კანცლერის და დავეყრდენი კანცლერის წყაროს. ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება. 2. გერმანიის საელჩომ უპასუხა კითხვებს: კანცლერის განცხადების საბაბი იყო გერმანია, თუმცა ისინი ზოგადადაც ვალიდურია. 3. ვიმედოვნებ, ეთანხმებით კანცლერის სიტყვებს“, – ნათქვამია განმარტებაში.
2 ივნისს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში გააზიარა გერმანიის კანცლერის, ს განცხადება ძალადობის დაგმობაზე, თუმცა ელჩს დაკონკრეტებული არ ჰქონდა, რომელ ქვეყანას შეეხებოდა კანცლერის განცხადება. ელჩის მიერ შოლცის განცხადების სოციალურ ქსელში გაზიარების შემდეგ, რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შოლცის განცხადება საქართველოს ეხებოდა.
რაც შეეხება თავად ოლაფ შოლცის განცხადებას, გერმანიის კანცლერმა გერმანიაში მომხდარი ძალადობის შემთხვევები დაგმო და აღნიშნა: „იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები, შეუწყნარებლები ვართ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია და მათი ხმა უშეცდომოდ უნდა იქნას გაგებული“.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”